გაქვს კითხვები?

ორშაბათი–პარასკევი: 10:00 – 18:00

ჩვენ შესახებ

მთარგმნელობითი ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას თანამედროვე სამყაროში მიმდინარე გლობალიზაციისა და მზარდი კომუნიკაციის ფონზე. მთარგმნელობით სფეროში არსებული ინოვაციების წყალობით მანქანური თარგმანი დღითიდღე ვითარდება, თუმცა შეუძლებელია თარგმნის პროცესის სრული ავტომატიზაცია. ადამიანის როლი აღნიშნულ პროცესში არსებითი და შეუცვლელია, ვინაიდან თარგმნა არ გულისხმობს უბრალოდ ერთი ენის ლექსიკური, სინტაქსური თუ გრამატიკული ელემენტების ჩანაცვლებას სამიზნე ენის შესატყვისი ელემენტებით, არამედ მოითხოვს სწორ ინტერპრეტაციას და შემოქმედებით აზროვნებას. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს თარგმანის ორიგინალთან შესაბამისობა უმაღლესი სიზუსტით, მეორე მხრივ, ტექსტი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს იმ კონკრეტულ აუდიტორიაზე, რომლისთვისაც არის განკუთვნილი. „Prime Translations Georgia“ წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის მიზანია პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურების უზრუნველყოფა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. “Prime Translations Georgia” შედგება პროფესიონალი მთარგმნელებისა და კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც წარმატებით ასრულებენ მაღალი ხარისხის თარგმანებს სხვადასხვა სფეროდან და გააჩნიათ როგორც ცალკეული დოკუმენტაციის თარგმნის, ასევე მოცულობით პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.

რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენს კომპანიაზე?

  • ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლის მოთხოვნებთან მაქსიმალურ შესაბამისობას;
  • ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ ვადებს;
  • ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ თარგმანის ხარისხს;
  • ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას;
  • თარგმანები სრულდება სხვადასხვა ფორმატში მომხმარებლის არჩევანისა და სურვილის შესაბამისად;
  • მომხმარებლის კომფორტი უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი კომპანიისთვის;

თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ შეკვეთა ელ. ფოსტის მეშვეობით და მიიღოთ თარგმანი ოფისიდან გაუსვლელად.

გაქვს კითხვები?

ორშაბათი–პარასკევი: 10:00 – 18:00

„Prime Translations Georgia“ წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის მიზანია პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურების უზრუნველყოფა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

ორშაბათი–პარასკევი: 10:00 – 18:00

დაგვიკავშირდი

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

საიტი დამზადებულია IMC.GE -ს მიერ

ყველა უფლება დაცულია! © 2022 .წ