მთარგმნელობითი ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას თანამედროვე სამყაროში მიმდინარე გლობალიზაციისა და მზარდი კომუნიკაციის ფონზე. მთარგმნელობით სფეროში არსებული ინოვაციების წყალობით მანქანური თარგმანი დღითიდღე ვითარდება, თუმცა შეუძლებელია თარგმნის პროცესის სრული ავტომატიზაცია. ადამიანის როლი აღნიშნულ პროცესში არსებითი და შეუცვლელია, ვინაიდან თარგმნა არ გულისხმობს უბრალოდ ერთი ენის ლექსიკური, სინტაქსური თუ გრამატიკული ელემენტების ჩანაცვლებას სამიზნე ენის შესატყვისი ელემენტებით, არამედ მოითხოვს სწორ ინტერპრეტაციას და შემოქმედებით აზროვნებას. ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს თარგმანის ორიგინალთან შესაბამისობა უმაღლესი სიზუსტით, მეორე მხრივ, ტექსტი მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს იმ კონკრეტულ აუდიტორიაზე, რომლისთვისაც არის განკუთვნილი. „Prime Translations Georgia“ წარმოადგენს ონლაინ პლატფორმას, რომლის მიზანია პროფესიონალური მთარგმნელობითი მომსახურების უზრუნველყოფა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. “Prime Translations Georgia” შედგება პროფესიონალი მთარგმნელებისა და კვალიფიციური სპეციალისტებისგან, რომლებიც წარმატებით ასრულებენ მაღალი ხარისხის თარგმანებს სხვადასხვა სფეროდან და გააჩნიათ როგორც ცალკეული დოკუმენტაციის თარგმნის, ასევე მოცულობით პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
Why should a customer choose Prime Translations Georgia?
- We meet customer requirements to the highest standard;
- We strictly observe deadlines;
- We control quality of translation;
- We respect confidentiality;
- We can provide translations in various document file formats;
- Customer convenience is our utmost priority; you can make an order via e-mail and receive documents without leaving the office
.